ნატო-უკრაინის საბჭო ელჩების დონეზე 10 იანვარს გამართავს შეხვედრას. შეხვედრაზე განიხილება რუსეთის ბოლოდროინდელი სარაკეტო თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე.
ამის შესახებ ნატო-ს პრესმდივანმა დილან უაითმა განაცხადა.
"ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 10 იანვარს მოიწვევს ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას ელჩების დონეზე უკრაინის მოთხოვნით", - აღნიშნა უაითმა.