4 იანვრის ღამეს რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში „შაგოლის“ აეროდორომზე სუ-34-ის ტიპის გამანადგურებელი დაიწვა. უკრაინული მედია სპეცსამსახურებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ორგანიზებით მოხდა.
„ვადასტურებთ, რომ დაიწვა მტრის თვითმფრინავი“, - განუცხადა მედიას წყარომ.
მისი თქმით, ამის უკან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო დგას.
„შაგოლის“ სამხედრო აეროდრომი ქალაქ ჩელიაბინსკიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებრეობს.