იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა. Reuters-ის ცნობით, მოქალაქეების ნაწილის ნანგრევებიდან ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
"ჩვენ მთელ ძალისხმევას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავარჩინოთ ამ საღამომდე, როცა კატასტროფიდან 72 საათი გავა", - განაცხადა იაპონიის პრემიერმა.
მიწისძვრამ იაპონიაში გაანადგურა გზები და საკომუნიკაციო სისტემები. სამაშველო სამუშაოები რთულად მიმდინარეობს, ასევე, პრობლემაა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაც ევაკუირებული მოსახლეობისთვის.
7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულზე 1-ელ იანვარს მოხდა.