ევროკავშირი ირანში აფეთქების გამო ირანელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.
„ამ ტერორისტულ აქტს შოკისმომგვრელი რაოდენობის მსხვერპლი მოჰყვა, უამრავი ადამიანი დაშავდა. ჩვენი ფიქრები ახლა მსხვერპლებთან და მათ ოჯახებთანაა. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“,- ნათქვამია განცხადებაში.
ირანში სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ქერმანში, ირანის რევოლუციის გუშაგთა არმიის კორპუსის მეთაურის, ქასემ სოლეიმანის საფლავთან ორი აფეთქება მოხდა. რის შედეგადაც, სულ მცირე, 103 ადამიანი დაიღუპა, 188-ზე მეტი კი დაშავდა.
ირანის ხელისუფლებამ მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა.