ირანული მედიის ინფორმაციით, ქალაქ კერმანში, ირანის რევოლუციის გუშაგთა არმიის კორპუსის მეთაურის, ქასემ სოლეიმანის საფლავთან აფეთქება მოხდა.
თავდაპირველად ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია 20 დაღუპულის შესახებ.
თუმცა მოგვიანებით მედიის მიერ გავრცელებული ცნობებით მსხვერპლთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 70-ზე მეტი ადამიანი.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდეს. ირანული მედია იუწყება, რომ მავზოლეუმის შესასვლელთან იდო ორი ჩანთა, რომელშიც ბომბები იყო მოთავსებული. მათივე ცნობით, ჩანთები დისტანციური მოწყობილობების ამოქმედების შედეგად აფეთქდა.