რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბელგოროდის ოლქში უკრაინის მიერ გაშვებული 12 რაკეტა ჩამოაგდეს.
მანამდე გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა ბელგოროდის რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობის შესახებ განაცხადა. მან თქვა, რომ ზარალის შესახებ ინფორმაცია ზუსტება.
ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ბელგოროდში ვითარება კვლავ დაძაბულია, მისი განცხადებით, დილით ქალაქი ორჯერ დაიბომბა. მისი თქმით, 8 იანვარს ოპერატიული შტაბის სხდომაზე განიხილება სასკოლო არდადეგების გახანგრძლივების საკითხი.
ერთი დღით ადრე რეგიონში რამდენიმე დაბომბვისა და სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.
.