იაპონური მედია იშიკავას პრეფექტურის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, ათობით დაშავდა.
ვრცელდება ცნობები, რომ შესაძლოა, ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ ადამიანები ნანგრევების ქვეშ.
ორშაბათს 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა იშიკავას პრეფექტურაში. მიწისძვრის შემდეგ დაუყოვნებლივ გაჩნდა ცუნამის საფრთხე, მაგრამ დღეს დილით ის გაუქმდა.