უკრაინის ძალების მიერ ბელგოროდზე იერიშთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს. იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„ბელგოროდში მომხდარი ტერაქტი გაეროს უშიშროების საბჭოში გამოძიების საგანი იქნება - რუსეთმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოითხოვა“, - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„[იერიშის უკან] ბრიტანეთი დგას, რომელიც აშშ-სთან კოორდინირებით კიევის რეჟიმს უბიძგებს ტერორისტული ქმედებებისკენ. ესმის რა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა ჩაიშალა“, - დასძინა ზახაროვამ.
ზახაროვას თქმით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროკავშირის სახელმწიფოებს, რომლებიც აგრძელებენ კიევისთვის იარაღის, მათ შორის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდებას.
რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინის მიერ ბელგოროდზე მიტანილი იერიშის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. მათივე განცხადებით, დაშავებულია 110-ზე მეტი მოქალაქე.
მედიის ცნობით, 30 დეკემბერს, დღისით, რუსეთის ქალაქ ბელგოროდის ცენტრზე იერიში განხორციელდა. თვითმხილველთა თქმით, ომის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე ძლიერი შეტევა იყო. ინფორმაცია თავდაპირველად ქალაქის გუბერნატორმა გაავრცელა, მოგვიანებით კი უკრაინულმა მხარემაც დაადასტურა.