უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულია 20 ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვნია და ბრიტანელი ჟურნალისტი.
მანამდე ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა ხარკოვზე ექვსზე მეტი იერიში მიიტანეს.
მისივე თქმით, დაზიანებულია სასტუმრო, საცხოვრებელი კორპუსი, და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.