სერბეთში საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. იუწყება Reuters.
ბელგრადში, მთავარ მოედანზე ყველაზე მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა.
მომიტინგეები, სკანდირებდნენ: „ქურდებო“.
სერბეთში არჩევნები 17 დეკემბერს გაიმართა. სახელმწიფო საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, მმართველმა სერბეთის პროგრესულმა პარტიამ 17 დეკემბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 46,72% მოიპოვა.
ოპოზიციურმა გაერთიანებამ „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ კი მეორე ადგილი დაიკავა. „პროგრესული პარტია“ და მისი ლიდერი ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი სერბეთს 2012 წლიდან მართავენ.
ოპოზიციურმა ალიანსმა განაცხადა, არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა. საარჩევნო კომისიამ უარი თქვა ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე, რის გამოც სერბეთში საპროტესტო აქციები დაიწყო.