უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონში 30 დეკემბრის ღამეს, რუსეთმა დრონებით იერიშისას ხერსონის ადმინისტრაციული შენობა გაანადგურა. მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან.
ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, შენობა სრულად განადგურებულია.
„ხერსონი. ღამით ქალაქი რუსული-ირანული Shahed-ის ტიპის დრონების თავდასხმის ქვეშ მოექცა. დაბომბეს ადმინისტრაციული შენობა - ის ფაქტობრივად სრულად განადგურდა. ასევე შუშები ჩაიმსხვრა მიმდებარე სახლების ფანჯრებში. საბედნიეროდ ხერსონელები არ დაშავებულან“, - აღნიშნავს პროკუდინი.