რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ოთხ ოლქს 32-მა უკრაინულმა დრონმა შეუტია.
„გასული ღამის განმავლობაში აღვკვეთეთ კიევის რეჟიმის მიერ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ობიექტების წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში ამბობენ, რომ რუსულმა თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს და ჰაერში ჩაჭრეს „32 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის, ორლოვის, კურსკისა და მოსკოვს ოლქებში“.