გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მკაცრად დაგმო 29 დეკემბერს რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური თავდასხმა უკრაინის ქალაქებზე, მშვიდობიან მოსახლეობასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.
„გენერალური მდივანი მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ქვეყნის მასშტაბით უკრაინის ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების, ასევე სამოქალაქო ობიექტებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მასშტაბურ დაბომბვას“, - განაცხადა დიუჟარიკმა.
გუტერეშმა ასევე ყურადღება გაამახვილა მშვიდობიან მოსახლეობას შორის დიდი მსხვერპლს და დაშავებულებზე.
29 დეკემბერს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმები განახორციელა. თავდასხმის ქვეშ მოექცნენ კიევი, ხარკოვი, დნიპრო, ოდესა, ლვოვი, ზაპოროჟიე და სხვა ქალაქები. რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დაბომბეს საცხოვრებელი კორპუსები, სამშობიარო, სავაჭრო ცენტრი, და სხვა სამოქალაქო ობიექტები.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 26 და დაშავებულია 160-ზე მეტი ადამიანი.