დიდი ბრიტანეთი უკრაინას ასობით საზენიტო რაკეტას გაუგზავნის. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ეს არის რუსეთის სასოწარკვეთილი და უშედეგო მცდელობა, აღადგინოს დინამიკა ასობით ათასი ახალწვეულის კატასტროფული დაკარგვის შედეგად.
„პუტინი ცდის უკრაინის თავდაცვასა და დასავლეთის სიმტკიცეს, ახლა დროა, მსოფლიო გაერთიანდეს და გააორმაგოს ძალისხმევა, რათა უკრაინამ მიიღოს ყველაფერი რაც გამარჯვებისთვის სჭირდება“, - ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ გამოქვეყნდა.