არც ვაშინგტონი და არც ბრიუსელი უარს არ ამბობენ „კიევის რეჟიმის“ დახმარებაზე, რადგან ხვდებიან, რომ მათ გარეშე ის განწირულია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მიუხედავად უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის წარუმატებლობისა, დასავლეთი აგრძელებს კიევის იარაღით მომარაგებას. ფსონებს ზრდის უკრაინის უფრო მომაკვდინებელი და შორი მოქმედების სისტემების გამოყენების გზით. მიმდინარეობს ნატო-ს იარაღის მიწოდება, მათ შორის კასეტური საბრძოლო მასალებისა და გაღარიბებული ურანით აღჭურვილი ჭურვების.
კვალავ არსებობს ე.წ. რამშტაინის ფორმტაი, რომლის ფარგლებშიც 50-ზე მეტი ქვეყანა ყოველთვიურად განიხილავს კიევისთვის სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების მიწოდების საკითხს.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ტრაგიკულმა მოვლენებმა გარკვეული დროით უკრაინის კრიზისი გაააქრო დასავლური მედიის პირველი ფურცლებიდან, თუმცა არამეგობრული ქვეყნების უმტესობისთვის ბრძოლის ველზე რუსეთის სტარტეგიული მარცხი კვლავ პრიოროტეტად რჩება.
არც ვაშინგტონი და არც ბრიუსელი უარს არ ამბობენ კიევის რეჟიმის დახმარებაზე, რადგან ხვდებიან, რომ მათ გარეშე ის განწირულია. მათ ჯერ კიდევ აქვთ ინტერესი, რომ რუსეთი უკრაინელების ხელებითა და სხეულებით შეაკავონ“, - აცხადებს ლავროვი.
ლავროვის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას მშვიდობის სურვილი ნაკლებად აქვს.
„მისი წარმომადგენლები ომით ფიქრობენ და ძალიან აგრესიულ რიტორიკას მიმართავენ. საუბარი საერთოდ არ არის საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე, რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების აკრძალვა, რომელიც ზელენსკიმ 2022 წლის 30 სექტემბერს დააწესა, კვლავ მოქმედებს. თავად გამოიტანეთ დასკვნები“, – ამბობს ლავროვი.