საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ბაქოს გადაწყვეტილების საპასუხოდ.
აღნიშნული გადაწყვეტილება საფრანგეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც აზერბაიჯანმა ორი ფრანგი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
„საფრანგეთი კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯანის ბრალდებებს თავისი გადაწყვეტილების გასასამართლებლად. საპასუხოდ, საფრანგეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა საფრანგეთში აზერბაიჯანის საელჩოს ორი თანამშრომელი“, – აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანმა ორი ფრანგი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანში საფრანგეთის ელჩი ან ბუიონი სამინისტროში დაიბარეს და აცნობეს, რომ საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი მათი დიპლომატიური სტატუსისთვის შეუთავსებელი ქმედების გამო ქვეყნიდან გაძევებულია. სამინისტრომ დიპლომატებს ქვეყნის დატოვებისთვის 48 საათი მისცა.
უცნობია, საელჩოს თანამშრომლების გაძევების მიზეზი.
ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანულ მედიაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოვლინდა ფრანგული ჯაშუშური ქსელი, რომლის საქმიანობაც ვრცელდებოდა სამხრეთ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, უკრაინასა და მოლდოვაში.