ერდოღანი, რომელიც ქურთების გენოციდს ატარებს და რეკორდს ამყარებს დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობით, რომლებიც მისი მმართველობის წინააღმდეგ გამოდიან, უკანასკნელია, ვისაც შეუძლია, მორალი გვასწავლოს, – ასე უპასუხა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელშიც რეჯეფ თაიფ ერდღანმა ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰიტლერს შეადარა.
„ისრაელის თავდაცვის ძალები ყველაზე მორალური არმიაა მთელ მსოფლიოში. ის იბრძვის და ანადგურებს ყველაზე ამაზრზენ და ძალადობრივ ტერორისტულ ორგანიზაციას მსოფლიოში, ჰამას-დაეშს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ერდოღანი მას აქებს და მათ ლიდერებს მასპინძლობს “, – განახადა ნეთანიაჰუმ.
მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ არაფრით განსხვავდება გერმანიის დიქტატორ, ადოლფ ჰიტლერისგან და ისრაელის ოპერაცია ღაზაში ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ, ნაცისტების მიერ ებრაელების განადგურებას შეადარა.