თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ არაფრით განსხვავდება გერმანიის დიქტატორ, ადოლფ ჰიტლერისგან და ისრაელის ოპერაცია ღაზაში ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ, ნაცისტების მიერ ებრაელების განადგურებას შეადარა. იუწყება Reuters.
"ადრე ისინი ჰიტლერზე ცუდს ლაპარაკობდნენ. რით განსხვავდებიან ჰიტლერისგან? ისინი ჰიტლერს მოგვანატრებენ. ნუთუ ნეთანიაჰუ ჰიტლერზე ნაკლებს აკეთებს? არა", - თქვა ერდოღანმა.
მან თქვა, რომ თურქეთი მიესალმება აკადემიკოსებსა და მეცნიერებს, რომლებიც იდევნებიან ღაზის ომთან დაკავშირებით თავიანთი შეხედულებების გამო და დასძინა, რომ დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ ისრაელს, არიან "ომის დანაშაულების" თანამონაწილეები.
"ის {ნეთანიაჰუ} ჰიტლერზე მდიდარია, ის იღებს დასავლეთის მხარდაჭერას, ყველა სახის მხარდაჭერა მოდის აშშ-სგან და რა გააკეთეს მათ ამ მხარდაჭერით? მათ დახოცეს 20 ათასზე მეტი ღაზელი", - თქვა ერდოღანმა.