აზერბაიჯანმა ორი ფრანგი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, – ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, აზერბაიჯანში საფრანგეთის ელჩი ან ბუიონი სამინისტროში დაიბარეს და აცნობეს, რომ საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი მათი დიპლომატიური სტატუსისთვის შეუთავსებელი ქმედების გამო ქვეყნიდან გაძევებულია. სამინისტრომ დიპლომატებს ქვეყნის დატოვებისთვის 48 საათი მისცა.
უცნობია, საელჩოს თანამშრომლების გაძევების მიზეზი.
ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანულ მედიაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოვლინდა ფრანგული ჯაშუშური ქსელი, რომლის საქმიანობაც ვრცელდებოდა სამხრეთ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, უკრაინასა და მოლდოვაში.