ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეთში განაცხადა, რომ ორშაბათს ღაზის სექტორში იმყოდებოდა, სადაც სამხედროებს შეხვდა. მისივე თქმით, მან ჯარისკაცებს უთხრა, რომ ანკლავში სამხედრო ოპერაციები უფრო გააქტიურდება. ამის შესახებ გაზეთი Jerusalem Post წერს.
"ახლახან დავბრუნდი ღაზის სექტორიდან, შევხვდი იქ რეზერვისტთა დივიზიას. ყველამ ერთი რამ მითხრა: ჩვენ არ გავჩერდებით, ბოლომდე უნდა ვობრძოლოთ", - თქვა ნეთანიაჰუმ.
მან პირობა დადო, რომ ღაზაში უახლოეს დღეებში ბრძოლები გაძლიერდება და აღნიშნა, რომ წინ ხანგძრლივი ბრძოლაა, რომლის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა.
„თქვენთვის ორი რამ მაქვს სათქმელი. პირველი - ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი უსაფრთხოებისთვის, თქვენი სიცოცხლისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ეს მისია დავასრულოთ, მაგრამ ჩვენი სურვილია დაგიცვათ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.მეორე - ჩვენ არ გავჩერდებით, ყველას, ვინც ამაზე ლაპარაკობს ვეტყვი - არა. ჩვენ არ გავჩერდებით. საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, ვიდრე ბოლოს არ მოვუღებთ, - უთხრა ნეთანიაჰუმ ღაზაში მყოფ ისრაელელ სამხედროებს.