შეერთებულ შტატებში, კოლორადოს შტატის ქალაქ კოლორადო სპრინგსის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. იუწყება ABC News
გავრცელებული ცნობით, ინციდენტი ორ ჯგუფს შორის შელაპარაკებით დაიწყო, რომელიც სროლით დასრულდა.
ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ოფიცრის თქმით, მომხდარის შემდეგ რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
პოლიცია მუშაობს იმის დასადგენად, არის თუ არა სროლაში ეჭვმიტანილი დაკავებულთა შორის.