ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარეობს ომი ევროპის მომავლისთვის.
ჰაკანენის თქმით, რუსეთის ძალისმიერმა პოლიტიკამ შექმნა დაუცველობისა და გაურკვევლობის შეგრძნებები ევროპაში და მთელ მსოფლიოში.
„ჩვენ მივიღეთ სამწუხარო მტკიცებულება იმისა, რომ დიდ სახელმწიფოს შეუძლია თავს უფლება მისცეს ჩაერიოს თავისი პატარა მეზობლის არჩევანში და მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა თავისი მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა მან.
ფინეთის თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ საუბარია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რუსეთის მეზობელ ყველა სახელმწიფოზე. „უკრაინაში მიმდინარეობს ომი მთელი ევროპის მომავლისთვის“, - თქვა მან.
ჰაკანენმა ასევე გაიხსენა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უბიძგა ფინეთს გამხდარიყო ნატო-ს წევრი და დაედო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება შეერთებულ შტატებთან.