ქართული წარმომავლობის რუსი მომღერალი ირაკლი (ირაკლი ფირცხალავა) მოლდოვაში არ შეუშვეს.
მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელი რაისა ნოვიცკი აცხადებს, რომ განვლილი დღე-ღამის განმავლობაში მოლდოვაში შესვლაზე უარი ეთქვა უცხოეთის 39 მოქალაქეს, რომლებიც „შესვლის პირობებს არ აკმაყოფილებდნენ“. მათ შორის იყო რუსი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა.
ცნობილია, რომ ირაკლი 24 დეკემბერს ქალაქ ბალციში, საახალწლო კონცერტზე უნდა გამოსულიყო. ღონისძიება ორგანიზებული იყო მოლდოვიდან გაქცეული ოლიგარქის, ილან შორის მიერ, რომელსაც მოლდოვაში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბანკებიდან მილიარდის მოპარვის გამო.
მას ასევე ადანაშაულებდნენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაში.