უკრაინაში თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი 1.5 მილიარდი გრივნას (40 მილიონი დოლარი) მითვისების ბრალდებით დააკავეს. მიტაცებული თანხა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად იყო გათვლილი.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ კორუფციული სქემის გამოსავლენად ოპერაცია უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტამ უმეროვის მხარდაჭერით ჩატარდა.
გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილმა პირმა, რომლის სახელი არ გასაჯაროებულა, 2022 წლის დეკემბერში გააფორმა შეთანხმება ექსპორტიორ კომპანიასთან საარტილერიო ჭურვების შესაძენად. შემდგომში ამ კონტრაქტით 1,5 მილიარდი ევრო „უსაფუძვლოდ“ გადაირიცხა საზღვარგარეთ, ხოლო უკრაინის არმიას საბრძოლო მასალა არ მიუღია.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მითვისებული თანხის უკან დაბრუნებას ცდილობს. გამოძიება გრძელდება და ეჭვმიტანილს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.