ფრონტზე სირთულეები გამოწვეულია დასავლეთის იარაღის არასაკმარისი რაოდენობითა და მოწოდების შენელებული ტემპებით.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა The Times-ს განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთის გამარჯვება იქნება ეროვნული კატასტროფა უკრაინელებისთვის და დამცირება და სირცხვილი დასავლეთის ქვეყნებისთვის, კერძოდ შეერთებული შტატებისთვის.
”როდესაც ერთი თვის განმავლობაში უნდა მიიღო გარკვეული რაოდენობის იარაღი და ამას რვა თვე სჭირდება, მაშინ ამ რვა თვის განმავლობაში ფიზიკურად ვერაფერს გააკეთებ,” - განმარტა მან.
პოდოლიაკის თქმით, დასავლურმა დემოკრატიებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს სრულად გააცნობიერონ ის საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინმა „დემოკრატიის სისხლის გემო იგრძნო“ არა მხოლოდ უკრაინის მასშტაბით, არამედ უფრო ფართო გაგებით.
”მთელი ქვეყანა დაიშლება მათ თვალწინ, თუ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ [უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ] - და თქვენ ყველა იტირებთ და იტყვით: ”მე ძალიან ვწუხვარ უკრაინელებისთვის, რომლებსაც ახლა არ აქვთ თავიანთი სახელმწიფო”, - თქვა პოდოლიაკმა.