უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს,რადოსლავ სიკორსკის შეხვდა.
ზელენსკიმ შეხვედრაზე სიკორსკის მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც პოლონეთი უკრაინას უწევს.
შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობა და უკრაინის თავდაცვის ძალების ძირითადი საჭიროებები განიხილეს
ასევე იმსჯელეს ერთობლივი საწარმოო ობიექტების შექმნის საკითხზე და პოლონური იარაღის შეძენის შესაძლებლობაზე.
"ვიმედოვნებთ, ახალ გვერდს გავხსნით ჩვენს ურთიერთობებში. ჩვენ ძალიან ძლიერი მეზობლები ვართ საერთო ისტორიით. იმედი გვაქვს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ასევე იპოვის შესაძლებლობას, უკრაინაში ჩამოვიდეს უახლოესი შესაძლებლობისთანავე", - აღნიშნა ზელენსკიმ.
რადოსლავ სიკორსკი უკრაინაში სამუშაო ვიზიტით დღეს, 22 დეკემბერს ჩავიდა. ის უკვე შეხვდა უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას.