პოლონეთის ახალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი კიევში ჩავიდა. ეს საზღვარგარეთ მისი პირველი ვიზიტია ქვეყნის პირველი დიპლომატის რანგში.
სიკორსკიმ სოციალურ ქსელ Х-ში გამოაქვეყნა ფოტო უკარინის დედაქალაქიდან წარწერით: „უკვე ადგილზე ვარ“.
ვიზიტის ფარგლებში სიკორსკი შეხვდება უკრაინის უმაღლეს ოფიციალურ პირებს და სიტყვით გამოვა უმაღლეს რადაში. ის დაუდასტურებს კიევს, რომ უკრაინა დონალდ ტუსკის მთავრობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება.
სიკორსკის ვიზტი, პირველია ევროკავშირის ქვეყნებიდან, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას მხარი დაუჭირა.