ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ მთავრობის რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ გლოვის დღეს სახელმწიფო შენობებზე ჩეხეთის დროშა დაეშვება.
შეგახსენებთ, შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში ცეცხლი გუშინ გახსნა. ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, სროლის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა, მათგან ათის მდგომარეობა მძიმეა.
ამასთან, ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მუშაობენ ვერსიაზე, რომ პრაღის უნივერსიტეტში თავდამსხმელი, პასუხისმგებელი იყო გასულ კვირას პრაღის მახლობლად, კლანოვიცკის ტყეში ორი ადამიანის მკვლელობაზე.