უკრაინული მედიის ცნობებით, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ტორეცკი დაბომბეს. დაიღუპა სამი და დაშავდა ხუთი ადამიანი.
დონეცკის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, 21 დეკემბერს რუსეთის ძალებმა ტორეცკის წინააღმდეგ ორი ავიადარტყმა განახორციელა.
ჭურვები სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს მოხვდა. სამი დაშავდა, კიდევ ხუთმა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.
დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.