უკრაინის თავდაცვის სამინისტროში მინისტრ რუსტემ უმაროვის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთეს. უწყებაში აცხადებენ, რომ დღის წესრიგში არ დგას საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელი კაცების ჯარში გაწვევის საკითხი.
„დღის წესრიგში არ დგას საზღვარგარეთიდან გაწვევის საკითხი. თუ საზღვარგარეთ უკრაინის მოქალაქეებს სურთ [ჯარში] წასვლა, ისინი ჩამოდიან უკრაინაში და უერთდებიან“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს ხელმზღვანელმა ილარიონ პავლიუკმა.
მანამდე რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობა გეგმავს, ჯარში გაიწვიოს საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელი კაცები. პავლიუკის განმარტებით, მინისტრი ზოგადად საუბრობდა რეკრუტინგზე და იმაზე, რომ აუცილებელია ქვეყნის გარეთ მყოფ უკრაინელებმა იცოდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ისინი ჯარს შეუერთდნენ.