ისრაელმა გასცა ბრძანება ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან იუნისის გარკვეული უბნების ევაკუაციის შესახებ. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
გაეროს ჰუმანიტარული საკითხთა კოორდინაციის ოფისი აცხადებს, რომ ისრაელმა გამოაქვეყნა რუკები, რომელშიც აღნიშნულია ახალი ტერიტორიები, საიდანაც ევაკუაცია უნდა განხორციელდეს. ეს ზონები მოიცავს ხან იუნის ქალაქის დაახლოებით 20 პროცენტს.
გაერო-ს მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე ტერიტორიაზე 110 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.
ამ ტერიტორიაზე ასევე არის 32 თავშესაფარი, სადაც 140 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული ადამიანი ცხოვრობს.
ისრაელის არმიამ 20 დეკემბერს განაცხადა, რომ ხან იუნისში სამხედრო სამეთაურო-საკონტროლო პუნქტებზე "სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ოპერაციები ჩატარდა ათობით ტერორისტისა და ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ".