ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ უბიძგებს ისრაელს და „ჰამასს“, მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც ბრძოლის შეჩერებას და მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს.
„ამ ეტაპზე ისრაელსა და "ჰამასს" შორის შეთანხმების არანაირი მოლოდინი არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას მივმართავთ", - განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
ბაიდენს ასევე ჰკითხეს პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზეც, რომელშიც აღნიშნულია, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში 20 000-ზე მეტი პალესტინელია გარდაცვლილი, რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ ეს ტრაგიკულია.