უკრაინული მედიის ცნობით, 20 დეკემბრის ღამეს რუსი ოკუპანტები უკრაინას „შაჰედის“ ტიპის დრონებით თავს დაესხნენ. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 19 უპილოტო საფრენი აპარატიდან 18 გაანადგურეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დაფიქსირდა 19 „შაჰედის“, ტიპის დრონი, მათგან 18 ოდესის, ხერსონის, დნიპროპეტროვსკის, ვინიცის, ხმელნიცკის, კიევის, ჩერნიჰივისა და კიროვოგრადის ოლქებში ჩამოაგდეს.
გარდა ამისა, რუსებმა ხარკოვის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განახორციელეს, წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.