უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა არ შეცვლის სტრატეგიას, რომელიც მიმართულია რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლებისკენ, მაგრამ შესაძლოა შეცვალოს ტაქტიკა 2023 წლის ბოლომდე. ამის შესახებ მან შემაჯამაბელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ზელენსკის ჰკითხეს, „ფრონტზე გარღვევის ნაკლებობის“ გათვალისწინებით, ფიქრობს თუ არა სტრატეგიის შეცვლაზე, მათ შორის 1991 წლის საზღვრებთან, ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით, ასევე ფიქრობს თუ არა სამხედრო ხელმძღვანელობის შეცვლაზე.
„ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, სტრატეგია არ შეიცვლება. ეს ყველაფერი ჩვენი ტერიტორიაა. რაც შეეხება ტაქტიკას, ტაქტიკა შეიძლება შეიცვალოს მას შემდეგ, რაც 2023 წელს უკრაინის სამხრეთში ჩვენი ქმედებების შედეგები იქნება გათვალისწინებული.
ჩვენი შემდეგი გეგმები, შემდეგი ნაბიჯები, ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენთან დარჩება," - განაცხადა ზელენსკიმ.