ღაზის სექტორის სამხრეთში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაიღუპა. ინფორმაცია საფრანგეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე ვრცელდება.
მათი ცნობით, დიპლომატი 13 დეკემბერს დაიღუპა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციშია აღნიშნული, ის ღაზის სექტორის სამხრეთით რაფახში ისრაელის ძალების დაბომბვის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა.
დიპლომატი საფრანგეთის გენერალური საკონსულოს ერთ-ერთი თანამშრომლის სახლში ორ სხვა კოლეგასთან და მათ ოჯახებთან ერთად ცხოვრობდა.
სახლი 13 დეკემბერს ისრაელის მიერ დაიბომბა, რის შედეგადაც დაახლოებით 10 ადამიანი დაიღუპა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელის ხელისუფლებას მიმართავს რაც შეიძლება სწრაფად მოეფინოს ნათელი დაბომბვასთან დაკავშირებულ გარემოებებს.