ღაზაში, ქალაქ ხან იუნისში, საომარ მოქმედებებ ტელეკომპანია Al Jazeera-ს ოპერატორი სამერ აბუდაქა ემსხვერპლა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოპერატორი ისრაელის ძალების მიერ სკოლაზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაიჭრა.
“ხან იუნისის დაბომბვისას, ისრაელმა დრონები გაუშვა სკოლის მიმართულებით, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს“, – იტყობინება Al Jazeera.
მედიის ინფორმაციით, დაჭრილ ოპერატორთან სასწრაფო დახმარების მანქანებმა მისვლა ვერ შეძლეს, რადგან ისრაელის ძალებმა სამედიცინო პერსონალს ამის საშუალება არ მისცეს.
როგორც Al Jazeeraიუწყება, ომის დაწყებიდან დღემდე ღაზის სექტორში 90 ჟურნალისტია დაღუპული.