ევროპა უნდა დარწმუნდეს, რომ შეუძლია თავის უკეთ დაცვა, რადგან ათწლეულის ბოლოს შესაძლოა, ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
„რუსეთმა მკვეთრად გაზარდა იარაღის წარმოება, რათა შეძლოს უკრაინაში ომის შენარჩუნება და ამავდროულად , ემუქრება ბალტიის ქვეყნებს, საქართველოსა და მოლდოვას.
ჩვენ, ევროპელები უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართულები კონტინენტზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს პისტორიუსი.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი ვერ შეთანხმდება უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერაზე ევროპას მოუწევს ამის კომპენსირება.