ღაზის სექტორში ისრაელელი სამხედროების ცეცხლს, შემთხვევით სამი მძევალი ემსხვერპლა. ინფორმაციას გამოცემა Times of Israel ისრაელის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჰაგარის თქმით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, ისრაელელმა სამხედროებმა მძევლები „საფრთხედ“ აღიქვეს.
"შემთხვევა ისეთ ტერიტორიაზე მოხდა, რომელშიც ჯარისკაცები ხშირად ხვდებიან ტერორისტებს, მათ შორის კამიკაძეებს". – ამბობს ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი.
მისი თქმით დაღუპულებს შორის არიან კფარ აზადან გატაცებული იოტამ ჰაიმი და ნირ ამიდან გატაცებული სამარ ტალალკა. მესამე დაღუპულის სახელი ოჯახის თხოვნით არ სახელდება.
ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა პასუხიმგებლობა აიღო, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ამჟამინდელი მონაცემებით, ღაზაში 131 მძევალი რჩება, თუმცა, ყველა მათგანი ცოცხალი არ არის.