ისრაელელმა სამხედროებმა ღაზაში „ჰამასის“ კიდევ ორი მძევლის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, ნაპოვნია Nova-ს მუსიკალური ფესტივალიდან გატაცებული 27 წლის ედენ ზეჩარიასა და 36 წლის ზივ დადოს ცხედარი, რომელსაც მანამდე ისრაელი დაღუპულად აცხადებდა.
„ჩვენი ამოცანაა ვიპოვოთ დაკარგულები და ყველა მძევალი სახლში დავაბრუნოთ. ჩვენ ვმუშაობთ უსაფრთხოების ორგანოებთან ერთად, ყველა სადაზვერვო და ოპერატიული საშუალებების გამოყენებით, რათა ყველა მძევალი სახლში დაბრუნდეს“, - ნათქვამია ოსრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.