აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისა და მისი არსებობის უფლებისადმი.
ამასთან, ბაიდენმა თქვა, რომ ისრაელი მძიმე მდგოამრეობაშია „ჰამაისის“ თავდასხმისა და ღაზის სექტორში მიმდინარე ომის შედეგად.
„ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის სამხედრო დახმარებას, ვიდრე ის არ გაანადგურებს „ჰამასს“, მაგრამ უნდა ვიყოთ ფრთხილად, მსოფლიო საზოგადოების აზრი, შესაძლოა, ერთ ღამეში შეიცვალოს, ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა ბაიდენმა.
ამერიკის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა მისი ადმინისტრაციის მიერ გაწეულ სამუშაოს მძველების გათავისუფლებასა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ მძევლების უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის. პირადად მე მრავალი საათი, დაახლოებით 20 საათი გავატარე კატართან, ეგვიპტესთან და ისრაელთან, რათა გაგვეთავისუფლებინა მძევლები, გაგვეგზავნა სატვირთო მანქანები, მიგვეწოდებინა ჰუმანიტარული დახმარება, დაგვერწმუნებინა ეგვიპტის პრეზიდენტო გაეღო კარი ეგვიპტეში გასასვლელად“, - განაცხად ბაიდენმა.
მისი თქმით, კვალვ აგრძელებენ ურთულეს სამუშაოს.
„ჩვენ გავათავისუფლეთ ასზე მეტი მძევალი და არ ვაპირებთ გაჩერებას, ვიდრე ყველას სახლებში არ დავაბრუნებთ“, - აღნიშნა ბაიდენმა.