უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს კიევში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.
ადგილობრივი დროით დილის ხუთ საათზე უკრაინის დედაქალაქში გამოცხადდა საჰაერო განგაში.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გაშვებული რაკეტები უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, უკრაინული მედია წერს, რომ რაკეტის ნამსხვრევები კიევის რამდენიმე რაიონში ჩაცვივდა, რამაც დაზიანებები გამოიწვია, ასევე არიან დაშავებულებიც.
კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელძღვანელის სერჰი პოპკოს განცხადებით, რაკეტების ნამსხვრევები დარნიცკისა და გოლოსეევსკის რაიონებში ჩაცვივდა.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, გოლოსეევსკის რაიონში რაკეტის ნამსხვრევებმა საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. მისივე ცნობით, დარნიცკისა და შევჩენკოს რაიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟების გამოძახება გახდა საჭირო. მისივე ცნობით, დარნიცკის რაიონში დაშავდა ერთი ადამიანი.