იტალიის ქალაქ ტივოლიში, რომელიც რომიდან 30 კმ-ში მდებარეობს, საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა. იუწყება სააგენტო Ansa.
მედიის ცნობით, განხორციელდა ორასამდე ადამიანის ევაკუაცია.
პაციენტები, იტალიის დედაქალაქის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ხანძარი სავარაუდოდ შენობის სარდაფში გაჩნდა, ჯერ პროზექტურაში გავრცელდა, შემდეგ კი სამზარეულოს ნაწილი და პირველი სართული ცეცხლში გაეხვია. სქელი კვამლი ზედა სართულებსაც მოედო. სულ მცირე ერთი პაციენტი ჟანგბადის ნაკლებობის გამო გარდაცვლილი აღმოჩნდა.
დაუღუპა ოთხი ხანდაზმული, წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალება ხანძარს არ უკავშირდება. დანიშნულია ექსპერტიზა.
საავადმყოფოს შენობა ამჟამად გამოსაყენებლად უვარგისია. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად სამუშაოები უახლოეს ხანებში დაიწყება.