რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებული საამიროების შემდეგ საუდის არაბეთში ჩავიდა. დედაქალაქ ერ რიადში ვლადიმირ პუტინი საუდის არაბეთის პრინცს მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა.
პუტინისა და საუდის არაბეთის პრინცის შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხები ჰამას-ისრაელის ომი, ნავთობის ფასები და უკრაინის კონფლიქტია.