თეთრი სახლის მთავარი პრესმდივნის მოადგილემ, ოლივია დალტონმა განაცხადა, რომ აშშ-მა ღაზის სექტორის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები ღაზის სექტორს კვების პროდუქტებითა და სამედიცინო მარაგით დაეხმარება. როგორც დალტონმა აღნიშნა, თვითმფრინავმა დახმარება ეგვიპტეში ჩაიტანა, საიდანაც ღაზის სექტორში გაიგზავნება.