უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ჩასივ იარი დაბომბეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე.
დონეცკის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, 5 დეკემბერს რუსეთის ძალები ორი საათის განმავლობაში ბომბავდნენ დასახლებული პუნქტს „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
მათივე ცნობით, დაიღუპა 50 წლის ქალი. დაშავებულია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის 84 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა.
პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ რუსი ოკუპანტები დასახლებულ პუნქტს თავს იმ დროს დასხნენ, როდესაც მოხალისეები ადგილობრივებს წყალს და პურს ურიგებდნენ.