რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიმდინარე კვირაში არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში ჩავა, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
უშაკოვის თქმით, ეს „სამუშაო ვიზიტი“ იქნება, რომელიც ძირითადად მოიცავს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცთან შეხვედრას.
მანამდე კი პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავა ასევე „სამუშაო ვიზიტით“.