რუსეთის ხელისუფლება ადასტურებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში დაიღუპა მე-14 არმიის მეთაური, გენერალი ვლადიმირ ზავედსკი. ამის შესახებ ინფორმაცია ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ გუსევმა დაადასტურა.
"უმძიმესი დანაკარგი. გამჭოლი ტკივილი. სპეცოპერაციის ზონაში დაიღუპა მე-14 არმიის ჩრდილოეთ ფლოტის კორპუსის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმირ ზავადსკი". – წერს გუსევი.
რუსული მედია დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა რამდენიმე უკრაინული გამოცემა იუწყება, რომ ზავიდსკი 28 ნოემბერს ნაღმზე აფეთქდა.
ზავიდსკი უკვე მეშვიდე რუსი გენერალია, რომელიც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მოკვდა.