ჩრდილოეთ ტანზანიაში წყალდიდობასა და მეწყერს სულ მცირე 47 ადამიანი ემსხვერპლა.
ინფორმაციას DW ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გადაუღებელმა წვიმებმა, რომელიც ტანზანიის დედაქალაქ დოდომიდან 300 კილომეტრში მდებარე ქალაქ კატეშში 2 დეკემბრიდან დაიწყო, მასშტაბური ნგრევა გამოიწვია.
3 დეკემბერს, დილით, ქალაქში, სადაც დაახლოებით 13 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მეწყერი ჰანანგის მთებიდან ჩამოწვა. მეწყერმა სახლებს საძირკველი გამოაცალა და გზები დაანგრია.
სტიქიას 47 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 85 კი დაშავდა.
ტანზანიის პრეზიდენტმა სამია ჰასანმა, რომელიც ამჟამად დუბაიში იმყოფება გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე, განაცხადა, რომ დამატებითი სამთავრობო ძალები იგზავნება მოსახლოების დასახმარებლად.