პერუში შეიარაღებული პირები პოდეროსას მაღაროს ასაფეთქებლებით თავს დაესხნენ და ოთხი მძევალი აიყვანეს. თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 15 დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციამ შვიდი ადამიანი დააკავა და იარაღი ჩამოართვა. გარდა ამისა, სამინისტროს თქმით, ადგილობრივი პოლიციის დასახმარებლად სპეციალური დანიშნულების რაზმიც ჩაერთო.
აღნიშნული თავდასხმა მოხდა ყოფილი პრეზიდენტის მემარცხენე პედრო კასტილიოს იმპიჩმენტიდან და დაპატიმრებიდან ერთი წლის შემდეგ. ამ ფაქტს ქვეყანაში თვეების განმავლობაში სისხლიანი პროტესტი და მაღაროებში გაფიცვები მოჰყვა.
პედრო კასტილიოს იმპიჩმენტის შემდეგ პერუს ახალი პრეზიდენტი დინა ბოლუარტე გახდა, რამაც არჩევნების მოთხოვნით, ათასობით დემონსტრანტი ქუჩაში გამოიყვანა.
კასტილიოს მხარდამჭერები ისინი ვადამდელ არჩევნებს, ბოლუარტეს გადადგომას, კასტილოს გათავისუფლებასა და პოლიციასთან შეტაკების დროს დაღუპული მომიტინგეებისთვის სამართლიანობის აღდგენას მოითხოვდნენ.