უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული "შაჰედის" ტიპის 12 დრონიდან 10 გაანადგურეს.
"უპილოტო საფრენი აპარატები თავს დაგვესხნენ რამდენიმე ტალღად და მიკოლაივის ოლქში ოკუპირებული ხერსონის გავლით შევიდნენ. მიკოლაივში, სამხრეთ საჰაერო სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში, "შაჰედების" უმეტესობა საჰაეო თავდაცვამ ჩამოაგდო, დანარჩენი დრონები კი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მიემართებოდნენ, რომლებიც ხმელნიცკის ოლქში გავანადგურეთ," - ნათქვამია განცხადებაში.